ჯერ დაინახე, მერე გაზარდე
„გაყიდვები მცირეა“ სიმპტომია და არა მიზეზი. კარგი ექიმი ჯერ იკვლევს და დიაგნოზს სვამს, მერე წერს სწორ რეცეპტს. ბიზნესშიც ასეა: სწორი რეცეპტი ჯანსაღ და მდგრად ზრდას მაშინ იძლევა, როცა ჯერ მიზეზს დაინახავ.
ეს შენთვისაა, თუ...
-
მინდა ბიზნესი გავზარდო, მაგრამ არ ვიცი, სად არის ყველაზე დიდი შესაძლებლობა
-
მინდა ახალი კლიენტი, ბაზარი ან მომსახურება და არ ვიცი, რომელი ღირს
-
ბევრი იდეა მაქვს და არ ვიცი, რომლით დავიწყო
-
მინდა ფასი გავზარდო, მაგრამ კლიენტების დაკარგვის მეშინია
-
ვგრძნობ, რომ სადღაც ვკარგავ დროს, ფულს ან კლიენტს
-
AI-ს უკვე ვიყენებ, მაგრამ ზოგად პასუხს ვიღებ
კვლევა
სად არის ზრდისა და მოგების შესაძლებლობა
დიაგნოზი
რა გიშლის ხელს
რეცეპტი
რომელი ნაბიჯი ღირს ახლა ჯანსაღი და მდგრადი ზრდისთვის
რას მიიღებ
AI, რომელიც შენს ბიზნესს იცნობს
პასუხები შენს რიცხვებსა და კლიენტებზე მიწოდ ებულ მასალას ეფუძნება; ახალ კითხვაზე სისტემას თავად აწყობ
დროს და ფულს შემოწმებულ მიმართულებაში დებ
სანამ დიდ ხარჯს გაწევ, იდეას რეალურ კლიენტზე ცდი
ნათლად ხედავ, სად არის ზრდისა და მოგების შესაძლებლობა
იცი, რომელი კლიენტი და მომსახურება გიტოვებს მეტს და სად კარგავ დროს, ფულს ან კლიენტს
იცი, რა ჰკითხო AI-ს, რას დაუჯერო და რა ნაბიჯი გადადგა.
როგორ მიმდინარეობს სწავლა
ტექნიკური შეხვედრა და სამი სესია
ტექნიკური შეხვედრა: AI-სა და სამუშაო სივრცის მომზადება შენს ბიზნესზე.
სესია 1: სად არის ზრდისა და მოგების შესაძლებლობა.
სესია 2: ვინ არის შენი მთავარი კლიენტი, სად კარგავ მას გაყიდვის გზაზე და რას გიტოვებს ერთი გაყიდვა.
სესია 3: სანამ რესურსებს (დროს, ფულს, ადამიანებს) დახარჯავ, ნახავ, როგორ შეიძლება უპასუხონ შენს ნაბიჯს კლიენტმა და კონკურენტმა, და აირჩევ ტესტს, რომელიც გაჩვენებს, ღირს თუ არა. წახვალ 7-დღიანი გეგმით და AI-ის სამუშაო სისტემით ერთ გვერდზე.
სესიაზე
სესია ცოცხალია, ლექცია არ არის. ნიკო ეკრანზე აჩვენებს, როგორ მუშაობს ბიზნესმეთოდი და AI რეალურ ბიზნესზე, შენ კი კითხვას იქვე სვამ და პასუხსაც იქვე იღებ.
აზრი → ბიზნესმეთოდი → AI → შემოწმება → მოქმედება
4 კვირა შენს ბიზნესზე
ყოველ კვირას ახალ ბიზნესმეთოდებს სწავლობ და შენს ქეისს ერთად განიხილავთ. სესიის თემებსა და დავალებებს კვირის განმავლობაში შენს ბიზნესში ნერგავ, და ცვლილებები კურსის განმავლობ აში ხდება, არა რვეულში.
სესიებს შორის
მარტო არ რჩები: ნიკო სამუშაო ჩატში შენს ნამუშევარს ხედავს და გეუბნება, სად ღირს უფრო ღრმად ჩასვლა. დღეში დაახლოებით 30–50 წუთი საკმარისია.
რა დაგრჩება ხელში
AI სამუშაო სისტემა: Project, სრული ბიზნესბრიფი, დავალებების ნიმუშები და გადაწყვეტილებაზე მუშაობის წესი.
შენი შესაძლებლობები: ზრდის შესაძლო გზების შედარება.
შენი კლიენტი და შეთავაზება: მთავარი კლიენტი, რატომ აგირჩევს, და შეთავაზება, რომელსაც ამოწმებ.
შენი გადაწყვეტილება: შენი უპირატესობა და მოკლე გადაწყვეტილება: რას ირჩევ და რატომ.
შენი მოქმედება: 7 დღის ჩანაწერი და მერვე დღის გადახედვა.
კურსის მასალები და დასრულების სერტიფიკატი.
რა არის ჩვენზე და რა შენზე
ჩვენზე
სესიები, მასალები, შენი ნამუშევრის ნ ახვა სამუშაო ჩატში და უკუკავშირი.
შენზე
სამუშაო დრო დაგეგმილ დღეებში, შენი ბიზნესის კითხვა და ხელმისაწვდომი მასალა, საჭიროებისას საუბარი კლიენტთან და რეალური მოქმედება. ასევე ერთი ფასიანი ChatGPT ან Claude; მეორე AI შეიძლება უფასო იყოს და კრიტიკოსად გამოიყენო.
ნიკო თევდორაშვილი

17+ წლის გამოცდილება მარკეტინგის საკონსულტაციო პროექტების ხელმძღვანელად, აღმასრულებელ მარკეტინგში და მარკეტინგისა და კომუნიკაციის გუნდების ხელმძღვანელად; 100+ პროექტი 15+ სექტორში.
ჯგუფი მცირეა: ყველა მონაწილის ნამუშევარს ნიკო პირადად ამოწმებს. სწავლობ შენივე ბიზნესზე, საკუთარ ამოცანებზე მუშაობით: ნიკო თითოეული მონაწილის ნამუშევარს ეცნობა და შემდეგ ნაბიჯს შენთან ერთად განიხილავს.
მეტი ნიკოზე: ჩვენ შესახებ →
ხშირად დასმული კითხვები
ჯერ ბიზნესბრიფით სცადე
უფასო · მალე დაგიკავშირდებით
შეავსე მოკლე ბიზნესბრიფი. მეილზე ახლავე მიიღებ შენზე აწყობილ პრომპტს შენი ChatGPT-ისთვის ან Claude-ისთვის, მალე კი შენზე მორგებულ პასუხს: სად ღირს ცდა, როგორ შეამოწმო ის ერთ კვირაში და რომელი AI-ამოცანით დაიწყო. პასუხს წამყვანი AI-ებით ვამზადებთ, ბიზნესმეთოდზე აწყობილი პროცესით, და გაგზავნამდე ნიკო თავად ამოწმებს.
დღეს უკეთესი პასუხი მიიღე. კურსზე ამ პასუხს შემოწმებულ გადაწყვეტილებად აქცევ.
რეგისტრაცია არ სჭირდება
რეგისტრაცია და კითხვები
აქ AI ჩატიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირადად მოგისმინოთ და გაგიგოთ. აირჩიე, რა გაინტერესებს, და ნიკო მალე პ ირადად დაგიკავშირდება. კურსის ჯგუფი მცირეა: შემდეგი ჯგუფის თარიღს წინასწარ დარეგისტრირებულები პირველები გაიგებენ. გადახდა მხოლოდ დადასტურების შემდეგ.